ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია

ქობულეთში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია

ქობულეთში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, წარსულში ნასამართლევმა პირმა დაჭრა.

შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა.

ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც სამი უკვე გაეწერა, ხოლო ერთ მათგანს ფილტვში გამჭოლი ჭრილობა აქვს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაჭრილებიდან ერთი პოლიციის თანამშრომელია.

ქობულეთის საავადმყოფოში შეკრებილი, დაჭრილთა ახლობლების თქმით, შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დანით დაესხა თავს ხუთ პირს. თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, არ საუბრობენ. თავდამსხმელიც, გარდაცვლილიც და დაჭრილებიც ადგილობრივები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, 3 - დაჭრა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ