მიხეილ ჯანელიძის კომენტარი ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსზე"

მიხეილ ჯანელიძის კომენტარი ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსზე"

თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტაქსების რუსულ კომპანია "იანდექსის" საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა, "ოკუპაციის შესახებ" კანონს არღვევდეს.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.

"თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს", - განაცხადა ჯანელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."