სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, მერე კი... - 10 წელი მამაკაცის მკვლელობისთვის

სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, მერე კი... - 10 წელი მამაკაცის მკვლელობისთვის

2016 წლის 8 მარტს, სამხედრო მოსამსახურე, 39 წლის რომან ბედიანაშვილი, გორში სოციალურ საერთო საცხოვრებელის ბინაში მოკლული იპოვეს. იმჟამინდელი ინფორმაციით, მეზობლების ყურადღება ბინიდან მომავალმა კვამლმა მიიქცია.

მეხანძრე მაშველებმა კარის გატეხვა ვერ შეძლეს და ბინაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათ იატაკზე დაღუპული ჯარისკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი დახვდათ. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი თინათინ გინტური დააკავეს, რომელიც გორის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. მან აღიარა დანაშაული. ამის თაობაზე kvirispalitra.ge-ს იმჟამად დაკავებულის დედა მოუყვა.

ნინო ბაშარული, ბრალდებულის დედა:

- ორი წელია, არ მინახავს. გაქცეული იყო სახლიდან. ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ წამლებსაც სვამდა, აღრიცხვაზეც იყო კლინიკაში. ორი წლის წინ თვითმკვლელობაც სცადა... საწამლავი დალია, წავიყვანეთ თბილისში, გადასხმები გავუკეთეთ, რომ გამოკეთდა, გაგვეპარა ისევ. არ ვიცი, ეს რატომ ჩაიდინა. მეც პოლიციელებმა გამაგებინეს მომხდარი. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი თავად მივიდა პოლიციაში და მკვლელობა აღიარა. (იხილეთ სრულად: "ჩემი შვილი თავად მივიდა პოლიციაში და მკვლელობა აღიარა" - რატომ მოკლა ახალგზარდა ქალმა სამხედრო მოსამსახურე?!)

რომან ბედიანაშვილი ოჯახს გაცილებული იყო და გორში მარტო ცხოვრობდა.

ჟურნალი "გზა" აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული თინათინ გინტური განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით გაასამართლა და 10 წელი მიუსაჯა. იმ ღამით თინათინ გინტური გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილის ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. გამოძიების მტკიცებით, მათ ერთმანეთთან შელაპარაკება მოუხდათ. გინტურმა კი შურისძიების მოტივით მისი მოკვლა გადაწყვიტა. მას სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, მერე ბინას ბენზინი მოასხა, ცეცხლი წაუკიდა და იქაურობა დატოვა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 1-ლი სექტემბრის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ