ოზურგეთში 15 წლის გოგონას მეოთხე დღეა ვერ პოულობენ

ოზურგეთში 15 წლის გოგონას მეოთხე დღეა ვერ პოულობენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-4 დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ. გაუჩინარებული გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს უკვე მიმართეს.

"ხან ბათუმში ჩადიოდა მამამისთან, მაგრამ ეს ამბავი ყოველთვის ვიცოდი და ორ დღეში უკან ბრუნდებოდა. ახლა კი არაფერი ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ. პოლიციაში ვიყავი და მითხრეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ჩემი შვილიშვილი მოძებნონ", - აცხადებს გოგონას ბებია.

15 წლის გოგონას საკუთარი ტელეფონი არ აქვს, თუმცა, ბებია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით ახერხებდა ოჯახთან დაკავშირებას, ამჯერად კი არაფერი იცის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია