ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საჭოსთან ერთად ჩამოვიდა. თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ნატო-ს დელეგაცია ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საპატიო ყარაულით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ასევე დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."