"ჩემს გაკვირვებას საზღვარი ნამდვილად არ ჰქონდა" - რამ აღაფრთოვანა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პანკისის ხეობაში

"ჩემს გაკვირვებას საზღვარი ნამდვილად არ ჰქონდა" - რამ აღაფრთოვანა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პანკისის ხეობაში

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფლის ინტენეტკაფემ აღაფრთოვანა. გოგა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს:

"არც ერთ სოფელში მინახავს მრავალკომპიუტერიანი და ისეთი სუფთა-მოწესრიგებული ინტერნეტკაფე, როგორიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში.

ჩემს გაკვირვებას საზღვარი ნამდვილად არ ჰქონდა.

ინტერნეტკაფე სხვა საოფისე ტექნიკითაც არის აღჭურვილი.

მფლობელს, ახალგაზრდა შავხალ ბორჩაშვილს გამოველაპარაკე. ორი ფურცელი რომ დაგვებეჭდა, 18 კილომეტრით მოშორებულ ახმეტაში გავრბოდითო. სკოლაში ბავშვებს დავალებას რომ აძლევდნენ, საჭირო მასალების მოსაძიებლად ინტერნეტი არ ჰქონდათო, მითხრა მან.

შავხალმა, ამ ახალგაზრდა კაცმა სოფლისთვის ინტერნეტის მნიშვნელობა გაიაზრა, იდეის გასახორციელებლად "აწარმოე საქართველოს" მიმართა და 15 ათასი ლარის გრანტიც მოიპოვა. ჯოყოლოს ინტერნეტკაფეში ძირითადათ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები დადიან. ინტერნეტის გარდა, კომპიუტერს თამაშებისთვისაც იყენებენ. კაფეში „იქსბოქსიც“ ვნახე და მცირე ხნით მეც მშვენივრად გავერთე.

მიხარია, რომ ჯოგოლოში ეს პროექტი გახორციელდა.

დღეს, ინტერნეტის ეპოქაში სოფლებში ინტერნეტკაფეების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს