იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის, ასევე მიულოცა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი.

"მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს, რომლებიც წინა წლებში გქონდათ და იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაიღეს საერთო უსაფრთოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხება.

"ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს შეიქმნა. ეს გახლავთ ფორუმი ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის. დღევანდელი შეხვედრის თვალსაზრისით, კომისია სხვადასხვა საკითხების ფართო სპექტს განიხილავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს და ბოლო მოვლენებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში.

ეს გახლავთ ინიციატივა, რომელიც 2014 წელს, უელსის სამიტზე შევიდა ძალაში და კიდევ უფრო გაძლიერდა ვარშავის სამიტზე. იგი მიმართულია ჩვენი ძალისხმევისა და მხარდაჭერის ინტენსიფიკაციისთვის საქართველოსთვის. ჩვენ დავამტკიცეთ დამატებითი ზომები, რათა გავაღრმავოთ ჩვენი უკვე ისედაც ძლიერი თანამშრომლობის მექანიზმები. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."