პაატა ბურჭულაძე - ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე?

პაატა ბურჭულაძე - ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე?

მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას კი იმას უკავშირებს, რომ პარტიულ სიაში მისთვის სასურველი ადგილი ვერ მოიპოვა.

"ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები იყო მოულოდნელი. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი მოჰყვა სიას, რადგან ქალბატონ ხათუნას სასურველი ადგილი არ ჰქონდა. სია მე არ შემიდგენია, სიის შედგენაში ყველანი ვმონაწილეობდით, მათ შორის ქალბატონი ხათუნაც და იქ იყო ნათქვამი, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მას, ვინც უფრო მეტად პროფესიონალია. მას სურდა ხუთეულში შესვლა, მაგრამ იქ ვერ მოხვდებოდა. მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან. იმიტომ რომ ასეთი ფანტაზიები რომ ვიღაც დასდევს... ვის რაში სჭირდება, რა უნდა გაუკეთო, ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე, განსაკუთრებით ახლა, როცა ის წაბრძანდა ჩვენგან", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."