გია ვოლსკი უსაფაშვილისთვის პრემიერობის შეთავაზებაზე - დედა რა იყო ეს? დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი

გია ვოლსკი უსაფაშვილისთვის პრემიერობის შეთავაზებაზე - დედა რა იყო ეს? დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი

ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა.

"დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მსგავს განცხადებებს ბიძინა ივანიშვილიც აკეთებს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ივანიშვილი უყვება საზოგადოებას, თუ რა ხდება კულისებში და რა ხდებოდა მის დროს.

"პოლიტიკურ ასპარეზზე როცა ხარ ადამიანი, ალბათ უფრო ღიაც უნდა იყო საზოგადოებისთვის, რაღაც უნდა უარყო, დაადასტურო, მაგრამ თუ რამეს ამბობ ბოლომდე უნდა თქვა. იმის ლაპარაკი, რომ რაღაც ვიცი და არ ვლაპარაკობ, ეს უკვე სპეკულაციაა", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."