როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - ეტიკეტი და კარგი მანერები

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - ეტიკეტი და კარგი მანერები

კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.

ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.

  • სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.
  • მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსიმუმ - ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად.
  • იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.
  • სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ.
  • საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი "გარედან-შიგნით" პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი.

ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ განაგრძეთ კითხვა