განგაში ზოდიაქოს ნიშნების წყობის შეცვლასთან დაკავშირებით - რა მოხდა რეალურად?

განგაში ზოდიაქოს ნიშნების წყობის შეცვლასთან დაკავშირებით - რა მოხდა რეალურად?

გამომდინარე იქიდან, რომ უახლოესი დღეების მანძილზე აქტიურად მუსირებს თემა ვითომდა ზოდიაქოს ნიშნების განლაგების ცვლასთან დაკავშირებით, ჩვენი საიტის ადმინისტრაციაც თვლის საჭიროდ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენენ განუმარტოს საკუთარ მკითხველს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციასთან. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეიცვალა. ეს "ცხელ-ცხელი ნიუსი" კი როგორც აღმოჩნდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთობ რეზონანსული აღმოჩნდა.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზოდიაქოს ნიშანთა სისტემა ევროპული ასტროლოგიის მიხედვით არ ეფუძნება თანავარსკვლავედებს, რომელთაც ყოველ 72 წელიწადში ერთხელ მართლაც ახასიათებთ ერთი გრადუსით ცვლილება. დღევანდელი ასტროლოგიური მეთოდიკა ითვალისწინებს ზოდიაქოს ნიშანთან ციკლურ სისტემას, რომელიც არის სტატიკური და არ იცვლება. შესაბამისად, გაზაფხულის პირველი თვის, მეორე ნახევარში დღეღამსწორობის შემდგომ ქვეყანას ევლინებოდნენ და მოევლინებიან ისევ ვერძები, შემდგომ ამისა კუროები და ა.შ. ასე, რომ გარწმუნებთ, ამ თანამიმდევრობას ვერაფერი დაარღვევს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს