ეს სია გაგაოცებთ - რა ეკრძალებათ ქალებს არაბეთში

ეს სია გაგაოცებთ - რა ეკრძალებათ ქალებს არაბეთში

ამბობენ, საუდის არაბეთში ქალებს უფრო მეტი აკრძალვები აქვთ, ვიდრე უფლებებიო. მათ ეკრძალებათ მანქანის მართვა, მამაკაცის თანხლების გარეშე გარეთ გასვლა, სპორტულ ღონისძიებეზე დასწრება. აკრძალვების უმრავლესობა ტრადიციულია, რომლის დარღვევის შემთხვევაში ქალის მოკვლაც არ არის გამორიცხული.

რაიმეს გაკეთება მამაკაცის (ქმრის) ნებართვის გარეშე ...

მამაკაცი - მეურვე ხშირ შემთხვევაში ქმარი, მამა ან ძმაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მთლიანად მართავს ქალის ცხოვრებას. მისი ნებართვის გარეშე ქალს არ შეუძლია დაქორწინება ან განქორწინება, განათლების მიღება, წასვლა სამოგზაუროდ, თანხმობის მიცემა გეგმიურ ოპერაციაზეც კი. უბრალოდ ურთიერთობა მეურვე მამაკაცთან (საქმის გარეშე) მკაცრად აკრძალულია.

რაიმე ისეთი ქმედების შესრულება, რაც აისახება მეურვე მამაკაცის ღირსებაზე...

მეურვე მამაკაცი, რომელიც იცავს ქალს, უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან გონივრული საქციელი. ითვლება, რომ თუ მეურვე დაკარგავს კონტროლს ქალზე, ის დაკარგავს ღირსებას საზოგადოების თვალში. თუ ქალი თავისი საქციელით შეურაცხყოფს მეურვეს, კაცი უფლებამოსილია დასაჯოს და მოკლას კიდეც ქალი. ასეთი დასჯის შემთხვევები საუდის არაბეთში ძალზედ ხშირია. 2007 წელს მამამ მოკლა ახალგაზრდა შვილი, როდესაც გაიგო, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცთან ფეისბუქზე.

სპეციალური სამოსი

უცხო მამაკაცი რომ არ მოიხიბლოს, ქალი ვალდებულია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაიფაროს სხეულის ნაწილები-სახის ოვალის, ხელის მტევნებისა და ტერფების გარდა. ზოგიერთ პროვინციურ ქალაქებში ქალი ვალდებულია დაიფაროს მთელი სახე-თვალების გარდა და ხელის მტევნები. თუმცა 2011 წლიდან რელიგიური პოლიცია ქალებისგან ითხოვდა თვალების დაფარვასაც ზედმეტი "სექსუალურობის" დასაფარად... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა