დავით უსუფაშვილის მიერ "ქართული ოცნების" "ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებას გია ვოლსკი შეურაცხყოფად აფასებს

დავით უსუფაშვილის მიერ "ქართული ოცნების" "ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებას გია ვოლსკი შეურაცხყოფად აფასებს

დათოსი (უსუფაშვილი) მიკვირს, სხვისი არ გამიკვირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარისა და "რესპუბლიკური პარტიის" პირველი ნომრის დავით უსუფაშვილის მიერ "ქართული ოცნების" "ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებას, ერთპარტიული მმარველობისკენ მიდრეკილებასთან დაკავშირებით, ვოლსკი შეურაცხყოფად აფასებს.

"პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც იყო, მას ასეთი ფიქრი და ეჭვები არ ჰქონია. რომ არსებობდეს ასეთი დარგი - პოლიტიკური ფილოსოფია, დათო წარმატებული ლექტორი იქნებოდა, მაგრამ ეს ფილოსოფია იყინება მაშინ, როდესაც გადავხედავთ, თუ როგორ მოვედით ერთად. მე ვაფასებ იმ თანამშრომლობას, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონების მიღება, მაგრამ როგორც კი საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიული ოპონირების რეჟიმში გადავედით, ეს დიაპაზონი დაპატარავდა. ყოველ წუთში იმის ძახილი, რომ ესენი არიან მთავარი ძალა, ბიძინა ივანიშვილი მათ აზრებს ითვალისწინებს, რომ სანამ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვკამათობდით, მათ მინისტრები დანიშნეს - არასწორია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან გადაცემა "360 გრადუსში" ისიც აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების" წევრები ანგარიშს უწევდნენ. "მისმა თანაგუნდელმა მე, როგორც მოკავშირე ფრაქციის ხელმძღვანელს, არ უნდა მაკადროს, რომ თურმე ფრაქციის ხელმძღვანელი არაკომპტენტურია, როდესაც ერთ-ერთ კომიტეტს, რომელსაც მისი თანაფრაქციელი ხელმძღვანელობს, საერთოდ არ უმუშავია", - აღნიშნა ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."