ნინო ბურჯანაძე - მმართველ გუნდს პროვოკაციების აღკვეთის უნარი არ აქვს

ნინო ბურჯანაძე - მმართველ გუნდს პროვოკაციების აღკვეთის უნარი არ აქვს

მმართველ გუნდს პროვოკაციების აღკვეთის უნარი უბრალოდ არა აქვს, - აღნიშნული შეფასება Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

"მოსალოდნელ პროვოკაციებს გაფრთხილება არ უნდა. ამას უნდა აღკვეთა, რისი უნარიც მმართველ გუნდს უბრალოდ არა აქვს. ამას სჭირდება ის, რომ საქმე პროვოკაციებამდე არ მივიდეს, მაგრამ მმართველ გუნდსაც აწყობს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცეული. ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების გახანგრძლივება უნდა, ამაზე უკეთეს ოპოზიციას ვერ იპოვიდა, რომლის თუნდაც სამართალიანი კრიტიკა მოსახლეობისათვის არის მიუღებელი. ამიტომ შეინარჩუნა "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" და ამიტომ ახდენს "ქართული ოცნება" პოლარიზებას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას" "ქართული ოცნების" მიერ პარტიებისათვის შეთავაზებული მემორანდუმის ხელმოწერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუკი ეს საარჩევნო პროცესში პოზიტივს შეიტანს.

ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა, რომ მემორანდუმის თაობაზე "ქართულ ოცნებას" მის პოლიტიკურ გაერთიანებასთან კონსულტაციები არ გაუმართავს და ამის შესახებ ტელევიზიით გაიგო, ხოლო მემორანდუმის ტექსტს მხოლოდ ინტერნეტით გაეცნო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."