"პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ" - ვის ემუქრება ხიდაშელი

"პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ" - ვის ემუქრება ხიდაშელი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა "საძაგლობისთვის, რომელიც იკადრა".

ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელებს" პინგ-პონგის თამაში სურთ.

ხიდაშელის თქმით, ამას არა "პინგ-პონგი", არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია".

"ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ", - მიმართავს თინა ხიდაშელი ივანიშვილს.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი იქნა დაპატიმრებული, ხიდაშელის თქმით, "1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს".

"ახლა არსობრივად - ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს "ნაცმოძრაობა" რომ არსებობს ეს აღიზიანებსო - ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ", - წერს თინა ხიდაშელი.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის "რესპუბლიკურ პარტიასთან" პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს. ასე უპასუხა ივანიშვილმა "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ფარგლებში კახეთში გამართულ შეხვედრაზე, "ინტერპრესნიუსის" კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების თაობაზე, რომელშიც დავით უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

"ჩემი აზრით, მე "რესპუბლიკური პარტიის" ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე "რესპუბლიკური პარტია" და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."