წინ "ცხელი" ოქტომბერი გველის - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი

წინ "ცხელი" ოქტომბერი გველის - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი

შემოდგომის პირველი და ასტროლოგიურად ყველაზე რთული თვე ამ სეზონზე (დაბნელებების კორიდორის გამო) დასასრულს უახლოვდება. სამაგიეროდ, წინ ოქტომბერი გველის, დრო როცა მზე და სიყვარულის პლანეტა ვენერა ყველაზე ვნებიან, სექსუალურ და შარმიან მორიელის ზოდიაქოს გაივლის. რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სექსუალურ და სასიყვარულო ცხოვრებაზეც აისახება. თუ როგორ ამას ჩვენი პროგნოზით გაიგებთ:

ვერძებმა ოქტომბერში გამორიცხული არაა ამბიციების გამო პირად ცხოვრებაზე უარი თქვან. მაგრამ თუ ამ თვეში არ შეგეშინდებათ ვინმეზე ემოციურად გახდეთ დამოკიდებული, დაძლიოთ კომპლექსები და შიშები, იღბალი კარგ საჩუქარს გპირდებათ. დაქორწინებული ვერძები მეუღლის კეთილდღეობისთვის შეუძლებელს შეძლებენ.

კუროები ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებენ, რაც ადრე არ გამოსდიოდათ. თქვენ ძველი კავშირებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანთ და ახალ პარტნიორთან იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებთ. თუმცა, თუ თქვენს პარტნიორს თქვენს ქცევაში რაღაც არ მოეწონება, გულგატეხილი დარჩებით.

მარტოხელა ტყუპი იმედგაცრუებული რომ არ დარჩეს, ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოს შეყვარებულის გაჩენაზე, თუმცა მსუბუქი ფლირტის უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს. დაოჯახებული ტყუპის მეუღლე კი უნდა შეეგუოს მის საქციელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მიტოვება, დროებით ან სამუდამოდ აუცილებად მოუწევს.

კირჩხიბები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ერთი მხრივ მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით, მეორე მხრივ, უნდა შეეცადოთ არ დაკარგოთ და შეინარჩუნოთ იგი. ერთი არაადეკვატური საქციელი და შეიძლება სამუდამოდ გამოემშვიდობოთ იმას, რისკენაც ისწრაფვოდით. შეძლებისდაგვარად არ გააცნოთ საყვარელ ადამიანს თქვენი მეგობრები. ხოლო თუ რომანს სამსახურში გააჩაღებთ, მაქსიმალურაად გაასაიდუმლოეთ იგი.

ლომებს სექტემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და შეიძლება ამ ცვლილების ინიციატორი თავადაც იყოთ. გაერკვევით, ვინ გინდათ იხილოთ მუდმივ პარტნიორად და იბრძოლებთ მისი გულის მოსაგებად. დაქორწინებულ ლომებს მცირე უსიამოვნებები ელით მეუღლეებთან, რომელიც მალე გამოსწორდება.

ქალწული, რომელსაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი სრულად მოექცევა მისი გავლენის ქვეშ. მარტოხელებს კი დაფიქრება მართებთ. ხართ კი მზად, რომ საყვარელი ადამიანის გამო რაღაცებზე უარი თქვათ? სხვათა შორის, სექტემბერში რამდენიმე საინტერესო ნაცნობობა გელით წინ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს