"ესენი მოიგებენ და იქნება რევოლუცია და დედისტ..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

"ესენი მოიგებენ და იქნება რევოლუცია და დედისტ..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი.

მოისმინეთ აუდიო ჩანაწერები

საუბარი იწყება სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, "თბილისში "ვაფშე" ბოკერიას ჰქონდა... ყველაფერი სწორიაო, რევოლუციური სცენარი, ესა-ისა იძახის, მაგრამ მერე იძახის თუ რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხო უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის... ვისაც კოალიციისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს. მაგისთვის არ ვიბრძვი... მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან-ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი...

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერზე

საუბარში ერთვება პეტრე ცისკარიშვილი: "ესენი ისევ მოიგებენ და იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედისტ... აქ ჯერ "ვასტოკია". აქ მოხდება..... კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ... უნდა მოტ..."

ამის საპასუხოდ ისმის სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის რეპლიკა: "კარგია რომ შენც ეგრე ფიქრობ, უმეტესობა ეგრე ფიქრობს.... პროსტა იმათაც უნდა ღიად მოვადოთ ცხვირში (სავარაუდოდ გულისხმობს "ქართულ ოცნებას), ეგრე არ არის კაცო. ხოდა, რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს..."

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."