ილია მეორე - კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებასა და სარწმუნოებაში

ილია მეორე - კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებასა და სარწმუნოებაში

კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებასა და სარწმუნოებაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს საშიშროება დგას ყველას წინაშე.

"თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო, საყვარელო ძმაო ფრანცისკე პირველო. მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ამით აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე ჩაეყარა პირველ საუკუნეში. ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია, რომის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებულაია ანდრია პირველწოდებულის მიერ. ესენი ძმანი არიან და ეს ურთიერთობა ჩვენი მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულით. საქართველოა არის ის ქვეყანა, სადაც ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ამიტომ ჩვენი არსებობა ჩვენი კეთილდღეობა მთლიანად არის დაკავშირებული ამ სულიერ მოღვაწეებზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემაც გვქონდა ჩვენ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრობლემები იყო ლოცვა-კურთხევით დაძლეული", - ბრძანა უწმინდესმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი