რომის პაპი: "შემძრა საქართველოს პატრიარქის გაცნობამ... მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი"

რომის პაპი: "შემძრა საქართველოს პატრიარქის გაცნობამ... მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი"

რომის პაპის განცხადებით, საქართველოში ორი სიურპრიზი დახვდა. ფრანცისკე I-მა საქართველოს შესახებ ბაქოში ვიზიტის შემდეგ, იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოზე კომენტარი პაპმა "მოამბის" ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

"საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: პატრიარქი და პაპი - სულიერი ლიდერების პირველი შეხვედრის ემოციური ფოტოები

რაც შეეხება კითხვას, რომ ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა თუ არა უფრო დიდი შანსი იმის, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი ეკლესიებს შორის იმ დოგმატურ თავისებურებებზე და განსხვავებებზე, რომლებიც არსებობს და როგორ ხედავს ურთიერთობას მართლმადიდებლურ და კათოლიკე ეკლესიებს შორის, პაპმა აღნიშნა, რომ დოქტრინებზე საუბარი თეოლოგების საქმეა.

"რაც შეეხება საკითხებს, რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი. მოდით, დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად. მათ კარგად იციან და ორივე მხრიდან თეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეა, ერთობლივად რაიმეს გაკეთება. ამდენი ღარიბი ადამიანია. მოდი ერთად გავაკეთოთ ბევრი რამ ღარიბი ადამიანებისთვის. მათთვისაც, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს", - განაცხადა რომის პაპმა.

პაპის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი