ირინა ფრუიძე - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობა არ შევაწუხოთ დიდი აქციებით, გზების გადაკეტვით და დისკომფორტით

ირინა ფრუიძე - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობა არ შევაწუხოთ დიდი აქციებით, გზების გადაკეტვით და დისკომფორტით

ჩვენ არ ვაპირებთ აქციის ჩატარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ბევრად უფრო დიდი მასშტაბის აქცია გავაკეთოთ, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ირინა ფრუიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 5 ოქტომბერს დაანონსებული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"მე გამოვრიცხავ, ეს ისეთი მასშტაბის აქცია იყოს, რომ რაიმეზე მეტყველებდეს საერთოდ. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა არის "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობები, მათი მხარდაჭერა, ასე რომ, ეს აქცია არაფერს შეცვლის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობა არ შევაწუხოთ დიდი აქციებით, გზების გადაკეტვით და დისკომფორტით, შესაბამისად, არ ვაპირებთ, რომ მსგავსი რამ გავაკეთოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ბევრად უფრო დიდი მასშტაბის აქცია გავაკეთოთ. მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა" ვერაფერს ისეთს ვერ გვანახეს, რაც არსებითად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მათდამი", - განაცხადა ფრუიძემ.

მისივე თქმით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართულ ოცნებას" მინიმუმ 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას. ამ კონტექსტში ფრუიძე უნდობლობას უცხადებს GFK-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

"კვლევები და არჩევნები არაერთხელ გაუყალბებია "ნაციონალურ მოძრაობას", შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს სჯერა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული კვლევების, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ GFK საველე სამუშაოებს უკვეთავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიას. შესაბამისად, მე მგონი არასაერიოზულია ჩვენ ვისაუბროთ ამ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევების შედეგების მიხევდით. მე მგონი, ამ ქვეყანაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართულ ოცნებას" მინიმუმ 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას და "ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამჟამად საქართველოში, რომელსაც აქვს უნარი, რომ საქართველო განავითაროს სწორი გზით. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ძალიან მაღალ ნდობას დავიმსახურებთ და მივიღებთ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

იგი არ მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა მოუწევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."