თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერდორანმა სამთავრობო სხდომაზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს ოფიციალური ანკარა რამდენიმე კვირაა განიხილავს. საბოლოოდ, რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა.

მიმდინარე წლის 16 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა დაწესებულებაში და განსაკუთრებით, ძალოვან უწყებებში მასშტაბური წმენდა ჩატარდა. სამსახურებიდან დაითხოვეს ასობით საჯარო მოხელე.

ამბოხის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის გამოძიება 70 000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა