გაეროს ახალი გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, ანტონიო გუტიერეში გახდება

გაეროს ახალი გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, ანტონიო გუტიერეში გახდება

პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეში მზადაა, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავოს. "დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დღეს ორგანიზაციის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გუტიერეშმა 13 ხმა დააგროვა.

მის კანდიდატურასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს წევრთაგან უარყოფითი პოზიცია არავის დაუფიქსირებია. თავი მხოლოდ ორმა შეიკავა.

2005 წლიდან 2015 წლამდე გუტიერეში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. კიდევ ერთი კენჭისყრა ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურასთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დილით გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა