"მივეცი ხმა ძალას, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას" - სანდრა რულოვსი

"მივეცი ხმა ძალას, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას" - სანდრა რულოვსი

"ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა ნომერ მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.

"მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."