ბათუმში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე არსებულ 51-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა.

80 წელს გადაცილებული მამაკაცი უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული. მან არჩევანი დააფიქსირა, კიბეზე ჩასვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო გამოძახებული

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია