მარნეულში დაპირისპირება გრძელდება - 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს

მარნეულში დაპირისპირება გრძელდება - 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანი "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერაა დარბეული.

იხილეთ ვიდეო| როგორ შედის სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები მარნეულში - უახლესი კადრები დაპირიპისპირების ეპიცენტრიდან

"ძალიან მძიმე ფაქტია, რაც მარნეულში ხდება. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. პოლიციამ ვერ აღკვეთა ეს ფაქტი. როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. პოლიციის ნაწილმა დატოვა კიდეც უბანი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს. ეს ისტერია გამოწვეულია სწორედ იმით, რომ "ქართული ოცნება" გრძნობს არჩევნებში დამარცხებას. მესმის, რომ ეშინიათ მარცხის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისივე თქმით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნზე მომხდარ ფაქტს წინ უძღოდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის ვიზიტი სხვა საარჩევნო უბნებზე, ე.წ. კუნთმაგარ მხარდამჭერებთან ერთად.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."