როგორ ეხმაურებიან ფეისბუქში "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივას

როგორ ეხმაურებიან ფეისბუქში "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით "პატრიოტთა ალიანსს" 4,9 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ ეტაპზე დათვლილია 3 702 უბნიდან 2 442 უბნის შედეგები, რაც ხმების 66,1 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49,75 %, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26,72 % მიიღო.

"პატრიოტთა ალიანსს" ბარიერის გალახვის შანსი აქვს, რამაც ფეისბუქმომხმარებელში თითქმის ერთსულოვანი რეაქცია გამოიწვია - ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პარტიის პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივამ ინტერნეტსაზოგადოება შეაშფოთა. გთავაზობთ ფეისბუქის მომხმარებლების კომენტარებს ამ თემაზე:

სოსო ჩხეიძე

საქართველო ახალი ბატონის მოლოდინშია, არჩევანი გაკეთებულია, საღად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებს ვარჩიეთ ბნელეთისკენ მიმავალი, კოლაბორაციონიზმით და ურა პატრიოტიზმით აღჭურვილი პატრიოტთა ალიანსი და "გასპაჟა" ბურჯანაძე, არც გამიკვირდებოდა კომუნისტებს რომ ბარიერი გადაეხალათ, წავედით იქეთ, საითაც ქართული ოცნება მიზანმიმართულად გვექჩებოდა 4 წელი, ივანიშვილმა შექმნა მესამე ძალა, ყველაფერი "გაიასნებულია" ბორია....

არჩილ მელიქიშვილი

ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენი, რატომ მისცეს პატრიოტთა ალიანსს ხმა? ცუდია და კარგია კი არა, რატომ? ქვეყნის განვითარების რა ხედვა აქვთ!?! იცით ვინმემ?

მერაბ მეტრეველი

მომავალ პარლამენტში არ იქნება დავით უსუფაშვილი, სამაგიერეოდ იქნება ირმა ინაშვილი. არ იქნება თინა ხიდაშელი, იქნება ადა მარშანია. არ იქნება ლევან ბერძენიშვილი, იქნება ემზარ კვიციანი... აი, ესაა საქართველოს არჩევანი!

ეკა კვესიტაძე

ყველას ვინც არჩევნებზე შეგნებულად არ მივიდა და ან მივიდა და ყველა გადახაზა - არის ყველაზე უპასუხისმგებლო ხალხი, რომელიც სწორედ რომ პატრიოტთა ალიანსის მეტს არაფერს იმსახურებს.

რევაზ ბარამიძე

ინაშვილი შევიდა პარლამენტში და დავიჯერო ჩვენ ვერ შევალთ ნატოში?

ცირა მამალაძე

გილოცავთ! საქართველოს პარლამენტში არ იქნება დავით უსუფაშვილი, მაგრა არ იდარდოთ გეყოლებათ თარხანმოურავი, არ იქნება თინა ხიდაშელი, მაგრამ აქაც არ იდარდოთ ინება ირმა იქნა ინაშვილი არ იქნება დავით ბერძენიშვილი და იქნება კობა ნარჩემაშვილი, რატომ დადის ეს ქვეყანა ერი და იგივე წრეზე? როდის უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან? მერემდენედ მეორდება ერთი და იგივე? არღარ იწუწუნოთ მორჩა? ჩემი საქართველო ეს არის!

აკა ხერხელაძე

ახლა გავაცნობიერე, რომ თარხან-მოურავი და ინაშვილი უნდა ვარჩინო 4 წელი ჩემი გადახდილი გადასახადებით

ვასიკო სურგულაძე

ობერ-ხიხოს, ჯაჭვლიანის, ბესელია-ქუცნაშვილ-მეჭიაურ-თოფაძის შემხედვარე ვფიქრობდი ამათზე უარესი რაღა უნდა დაემართოს-თქო ჩემ ქვეყანას... თურმე მოიცა! ატანდა!- ინაშვილი მოდის!

გიორგი ხარშილაძე

ირმა ინაშვილი პარლამენტში... დათო უსუფაშვილი - გარეთ... იხარეთ და იბედნიერეთ!

თემურ ჭუმბურიძე

თუ მოტოციკლეტების ხმას გაიგებთ, ე.ი. ინაშვილი მოდის და გევქნება "ირმებიანი" პარლამენტი

აკაკი რაზმაძე

ახლა ორი მთავარი ამოცანაა:

1. ინაშვილი ვერ გადაცდეს ბარიერს

2. ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აიღოს. ნაციონალებს რაც შეეხება, თუ გადატრიალებაზე მართლა ფიქრობენ მაგაზე დიდი ხნის წინ ითქვა: ადექით და გადატრიალდით.

ალექსი მჭედლიშვილი

უკვე, 1 წელი და 5 თვეა, რაც ტელევიზიისთვის არ მიყურებია, ხოლო დღეს გადავწყვიტე მეყურებინა, რათა არჩევნების შედეგები გამეგო...

რასაც, ამ წელიწად ნახევრის შემდეგ მივხვდი ისაა რომ-ქართულ ოცნებას ქართველი ხალხისთვის ოცნება წაურთმევია და აგრესიულ სუბიექტებად უქცევია, რომელთაც დაკარგული აქვთ ყველანაირი რეალობის შეგრძნების უნარი! ხოლო ქვეყანას, რომლის პარლამენტშიც ...ოზი ოზბორნ ინაშვილი და პუტკუნ თავხედ-მოურავი არიან, მინიმუმ 4 წელი კიდევ არ ეღირსება ევროკავშირი და ევროპა, და სავარაუდოდ არ აზიური კავშირი და არაფერი...

ნანა ბექოშვილი

ირმა ინაშვილი პარლამენტში? "როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

ცისნამი საყვარლიშვილი

ინაშვილი პარლამენტში და რესპუბლიკელები საქართველოს პარლამენტის გარეთ. ოხ, ერო ზოგჯერ რა "ბნელი" ხარ!

ლაშა მილორავა

ინაშვილი პარლამენტში, მფრინავი თეფში მაკდონალდსში, ორჯერ ორი ექვსია.

შოთა ადამაშვილი

ირმა ინაშვილი რომ მოხვდეს პარლამენტში, რამეში მაინც იყოს გამოსადეგი, თუნდაც ქალთა უფლებების საკითხებში. მაგრამ რად გინდა, ქალის სხეულში დაბადებული ქართველი კაცია

გიორგი არცივაძე

ინაშვილი და თარხან მოურავი მესამე ადგილზე. არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ. მეფე ერეკლე საფლავში ტრიალებს.

ბელა ნოზაძე

ბრექსითი, ტრამპი და ინაშვილი - პარლამენტში: პოპულიზმის ეპოქა!

ლაშა საბაძე

საცოდავია ის ქვეყანა, სადაც ინაშვილი-თარხანები 5%-ზე მეტს აიღებენ და 25-ზე ექნებათ პრეტენზია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის 5% თვლის, რომ ესენი არიან საქართველოს საუკეთესო პოლიტიკოსები... 200,000 კაცი თვლის ასე. მეტეორი არ გვეყოფა ჩვენ!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."