როგორ დაგვამახსოვრა თავი ირმა ინაშვილმა

როგორ დაგვამახსოვრა თავი ირმა ინაშვილმა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3686 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99.92%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციამ" 5 % მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.

არსებული პროგნოზების მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს კვლავ "ქართული ოცნება" დააკომპლექტებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ძლიერ თუმცა, ოპოზიციად დარჩება.

2015 წელს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი სრულიად განსხვავებულ მომავალს წინასწარმეტყველებდა და საზოგადოებას შეთქმულების შესახებ ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა.

"დღეს უკვე შეთქმულება მიდის საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ, როდესაც ხავერდოვნად უნდათ გადააბარონ ხელისუფლება რესპუბლიკურ პარტიას. თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ მიდის ხელისუფლების ცვლილების პროცესი. ხელისუფლებას იღებს დიდი ზომით რესპუბლიკური პარტია, პიროვნული არავისთან არ მაქვს პრეტენზია არც ხიდაშელთან და არც სხვასთან. ამის არსია, რომ ხელისუფლება შემგუებელი იყოს საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების.

მაგრამ მინდა იცოდეს ყველამ, ჩვენი სიცოცხლის ფასად რომ მოხდეს ამის შეჩერება, თქვენც მოგაშორებთ, და ნაცებსაც მოვაშორებთ",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა ipress-თან ინტერვიუში. წაიკითხეთ გაგრძელება

იხილეთ ვიდეოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი