აშშ-ის ელჩის კომენტარი პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის შესახებ

აშშ-ის ელჩის კომენტარი პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობისგან" ველოდები, რომ როდესაც დრო მოვა, მოპოვებულ მანდატებს დაიკავებენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს.

"დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატია.

მე ვფიქრობ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ. მე მათგან ველოდები, რომ ამ სიტუაციას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით და როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს.

იმედი გვაქვს, რომ მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ ტურში მოიქცნენ",- განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

"ვინც შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ქვეყანა არ უყვარს" - ალეკო ელისაშვილი

"უკეთესია მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტში უპირობო შესვლაზე" - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა