ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძეზე - რა ქნას პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას

ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძეზე - რა ქნას პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას

პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი იმას, რაც კახა კალაძემ იკადრა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კახა კალაძე კარგ ხასიათზეა და დასცინის "რესპუბლიკურ პარტიას".

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, როდესაც კალაძე დაამთავრებს პოლიტიკურ საქმიანობას, შემდეგ გაირკვევა იყო თუ არა ვინმე მისი დასაცინი.

"დაგვცინის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დაცინვა. ეს პრინციპში კარგად გასააზრებელია, როცა გაირკვევა ვინ არის, რას წარმოადგენს. პოლიტიკურ მოღვაწეობას რომ დაამთავრებს და გაირკვევა ვინ არის, მერე გავარკვევთ მაგის დასაცინი ვინმე იყო თუ არა. მგონია, კახა კალაძეს ამისთვის არ უნდა მოეცალა ახლა, არ შეიძლება ერთნახევრიან პარტიათან ასეთი ბოღმით ბრძოლა, მაგრამ რა ქნას პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას, რაც მან იკადრა. მას ხუთჯერ შეეშალა. 1.55 რომ გავყოთ 0.3-ზე ხუთია. მე ხუთჯერ რომ მეშლება, ასე არ ვიქცევი. დასაცინი ახლო-მახლო გაიხედოს და ბევრი ეყოლება. მე არ გავახსენებ მას რა შეცდომები ჰქონია ცხოვრებაში, ფეხბურთში, პოლიტიკაში, კარგად იყოს ის და მისი ამომრჩეველი. ისტორიამ თქვას - არის თუ არა დასაცინი რომელიმე პოლიტიკური პარტია ამ ტიპის და ამ გაქანების პოლიტიკოსისგან", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" ბოდიშს უხდის. ასე პასუხობს კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდი პოლიტიკოსი ვერ შედგა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო "რესპუბლიკურ პარტიას", რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ "რესპუბლიკური პარტია" არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."