რა მიმართვას ავრცელებს ლელა კილაძე

რა მიმართვას ავრცელებს ლელა კილაძე

"ცენტრ-პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე ომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, მონიტორინგი გაუწიონ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებს. ამის შესახებ კილაძე "ფეისბუქზე" წერს.

"ხვალ , 17 ოქტომბერს, 11 საათზე გუკა და მაია რჩეულიშვილების და ირაკლი მინდელის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. სხდომას ატარებს მოსამართლე ვახტანგ მრელაშილი, რომელმაც წინა სასამართლო სხდომაზე დამნაშავედ სცნო სამივე მათგანი. მას უნდა განეხილა მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების ცვლილება, თუმცა შევიდა საქმის არსებით განხილვაში და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია.

ვახტანგ მრელაშილი არის უკონკურსოდ დანიშნული მოსამართლე, რომელიც ყველა გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს და არასამთარობო ორგანიზაციებს, განახორციელონ სასამართლო სხდომების მონიტორიგი", - წერს კილაძე.

გუკა რჩეულიშვილსა და კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს

თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედებათ ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილებს წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ბრალდებულის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ დედა-შვილი რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.

წაიკითხეთ ასევე: "ბოლო პერიოდია წნევები მაწუხებს..." - გუკა რჩეულიშვილმა შეუძლოდ ყოფნის მიზეზით სასამართლო პროცესი დატოვა

მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს