ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირებისას 25 პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირებისას 25 პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 25 პატიმარი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 7 პატიმარს თავი მოჰკვეთეს, კიდევ 6 კი ცოცხლად დაწვეს.

შემზარავი შემთხვევა ბრაზილიის ქალაქ ბოა ვისტაში მოხდა, სადაც პატიმრების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაუპირისპირდა.

ბუნტის დროს პატიმრებმა ციხეში მისული 100-ზე მეტი ვიზიტორი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა.

როგორც "ბიბისი" წერს, აღნიშნულ ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 ადამიანი იხდის სასჯელს.

ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით 600 000 ადამიანი იხდის სასჯელს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა