ავტორი:

როგორ უნდა დალოცოს მშობელმა შვილი - პატრიარქის კურთხევა და მშობლების ლოცვა

როგორ უნდა დალოცოს მშობელმა შვილი - პატრიარქის კურთხევა და მშობლების ლოცვა

"იმისთვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთ-ერთი ქადაგების დროს ბრძანა.

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე პატრიარქმა არაერთხელ იქადაგა. ილია მეორე ბრძანებს, რომ მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია:

"ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი. ეს დალოცვა იქნება ცხოვრებაში ერთხელ:

"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღმრთისაო, უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი (მონანი და მხევალნი ღმრთისანი) და მიჰმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა.

ჰოი უფალო, შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი ხილული და უხილავი მტრებისგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფეველისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმინდა შენთათა ამინ! ამის შემდეგ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი და გადასახოთ ჯვარი".