მამუკა მდინარაძე - მედიის წარმომადგენლების, დამკვირვებლების უპრეცედენტო სიმრავლემ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება შექმნა

მამუკა მდინარაძე - მედიის წარმომადგენლების, დამკვირვებლების უპრეცედენტო სიმრავლემ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება შექმნა

ვფიქრობ, საარჩევნო დღე მშვიდობიანად ჩაივლის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა.

მდინარაძე, უბანზე როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ისე იმყოფება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აკვირდება.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უბნის გახსნისას საუბარი იყო მცირე ხარვებზე, თუმცა ამაჟმად ამომრჩეველი საკუთარ ნებას თავისუფლად და შეუფერხებლად გამოხატავს.

"მედიის წარმომადგენლების, დამკვირვებლებისა და სხვა წარმომადგენლების უპრეცედენტო სიმრავლემ გარკვეული შეფერხება შექმნა საარჩევნო უბანზე, თუმცა ამჟამად ჩვეულებრივი ინტენსივობით მიმდინარეობს არჩევნები და ამომრჩეველი თავისუფლად აფიქსირებს საკუთარ ნებას. მე ვფიქრობ, ოთახის სიდიდეზე საუბარი ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტია, რადგან სხვა შემთხევვაში როგორც ტარდება არჩევნები, ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივენაირად მიმდინარეობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება დარღვევების დაფიქსირებას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თუკი რაიმე სერიოზული დარვვევა იქნება საარჩევნო ადმინისტრაცია მასზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

’’დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ისეთ გავლენას ჯერჯერობით ვერ მოახდესნ, რომელმაც შეიძლება უბნის გაუქმება გამოიწვიოს. დამკვირვებლები აფიქსირებენ დარღვევებს და თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კომისია საფუძვლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."