სოზარ სუბარი - ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანაირი საშუალება არ მივეცით

სოზარ სუბარი - ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანაირი საშუალება არ მივეცით

ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანაირი საშუალება არ მივეცით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომელიც მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება.

მისივე თქმით, მარნეულში, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე იყო ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და სიმშვიდე. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც უბანზე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და წესრიგს იცავდნენ.

"შესაბამისად, იმ ქვასროლია პარტიას, რომელმაც ორი კვირის წინ ზუსტად ამ უბანზე ქვის სროლით პროცესი ჩაშალა და თავს დაესხნენ პოლიციელებს, არ დასცალდათ თავისი ამ სტილის განხორციელება. გაგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელმაც 2003 წელს ქვების სროლით დაიწყო თავისი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეგიონში - ბოლნისში. სწორედ ქვების სროლით გააგრძელა საარჩევნო კამპანია 2012 წელს - გორში, კარალეთში და მემგონი, ქვების სროლით დაასრულა თავისი კარიერა ორი კვირის წინ მარნეულში", - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანარი საშუალება არ მისცეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."