სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში

სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში

პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში და განსასჯელის სკამზე საქართველოს სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მას ატყუებდა. სუბარის განცხადებით, სანდრა რულოვსმა დაინახა, რომ აგებდა და ბუნებრივია უარი თქვა მეორე ტურზე.

"როდესაც ადამიანი ხედავს, რომ 70%-ით 30%-ზე აგებს, ბუნებრივია მან უარი თქვა არჩევნებზე. განმეორებით არჩევნებში ედიშერ თოლორაიამ მიიღო 70%, ხოლო სანდრა რულოვსმა - 30%. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ატყუებდა. შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯერა სააკაშვილის ვითომ მამაცური განცხადებები, რომ მოდის, მოცურავს, მიწას თხრის და ა. შ. როცა დაინახა, რომ კიდევ ერთხელ ატყუებს ეს კაცი საზოგადოებას, ამან გარკვეული გულაცრუება გამოიწვია", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა შეიცვალა. "ეს არის პარტია, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ 8 ოქტომბერს მოვიდოდა ხელისუფლებაში და ლაპარაკობენ იმაზე, რომ როგორმე "ქართულმა ოცნებამ" არ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიცვალა მათი რიტორიკა. მათ გათვლა აქვთ, რომ იქნებ ერთი, ორი ან სამი ოლქი მაინც მოვიგოთო, მაგრამ ვერც ერთს მოიგებენ. სააკაშვილის დაბრუნებას ჩვენ მივესალმებით, პირობასაც ვდებთ, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში და განსასჯელის სკამზე სასამართლოში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."