გია ვოლსკი - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ხელში იქნება, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს

გია ვოლსკი - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ხელში იქნება, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს

მიუღებელია მოსაზრება და მოწოდება, რომ ხმა არ მისცეთ "ნაციონალურ მოძრაობას", არც ქართულ ოცნებას", მაგრამ ოცნებას არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ ეს ფარისევლობაა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, მართველი გუნდი მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობის ასაღებად და განმარტავს, რომ ქვეყანა წინა წლებისგან განსხვავებით, სხვა პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იმ პარტიებსაც აკრიტიკებს, რომლებიც ამომრჩევლებს მეორე ტურში არჩევანის არდაფიქსირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველი პარტიის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.

"თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება "ქართული ოცნების " ხელში, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. მიუღებელია მოსაზრება და მოწოდება, რომ ხმა არ მისცეთ "ნაციონალურ მოძრაობას", არც ქართულ ოცნებას", მაგრამ ოცნებას არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ ეს ფარისევლობაა და ოდნავ რაღაცის მიმანიშნებელი. "ქართული ოცნება" მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და სახელმწიფო, რამდენიმე ნიშნით გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაშია გეოპოლიტიკურ რუქაზე, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."