ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."

ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."

"ირაკლი ალასანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ის საცხოვრებლად და სამუშაოდ გადადის ამერიკაში" - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს. როგორც წამყვანმა "დღის ამბებში" აღნიშნა, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი არამხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ საქართველოდანაც მიდის და აშშ-ში გაეროში დასაქმდება. მის შეკითხვაზე პასუხად, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგოუაძემ აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, რომ ალასანია გაეროში აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ადასტურებს, რომ პარტიის ყოფილ ლიდერს აქვს სურვილი საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელოს მოღვაწეობა:

"ირაკლის არ ქონდა არანაირი გეგმები, მისთვის ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი არ ყოფილა. მან თქვა, რომ დიახ, საქართველოში დარჩენას და დასაქმებას არ აპირებს. მას უნდა, რომ თავისი ცოდნა და უნარები მოახმაროს საქართველოს უცხოურ ორგანიზაციებში, შესაძლოა ეს იყოს გაერო, მაგრამ მე ამის შესახებ ახლა ინფორმაცია არ მაქვს" - აღნიშნა გოგოუაძემ საუბრისას.

ალასანია წლების წინ უკვე მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ის 2006-2008 წლებში გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. თუმცა ამჯერად, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ალასანია გაეროში დასაქმებას მისი პირადი კონტაქტების წყალობით აპირებს და ის არ იქნება საქართველოდან ოფიციალურად წარგზავნილი.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 10 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."