"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?

"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?

მომღერალი ქეთა თოფურია რუსულ შოუბიზნესში გზის გაკვალვაში კიდევ ერთ ქართველ ბიჭს დაეხმარება. "ვოისის" ყოფილი მონაწილე ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მაყურებელს თავი თამამი ნომრებით დაამახსოვრა, რუსეთში უკვე გაემგზავრა და სულ მალე ერთ-ერთი რუსული პროექტის წევრი გახდება.

Ambebi.ge ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა და შეეცადა დეტალურად გაერკვია, რას უკავშირდება მისი რუსეთში გამგზავრება.

- ნატო დუმბაძის შუამავლობით და ქეთას დახმარებით მივიღე მოწვევა ერთ-ერთი რუსული პროექტიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ გავემგზავრე. სამწუხაროდ საქართველოში, პროექტების დასრულების შემდეგ მომღერალს განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რუსეთში კი დიდი მუსიკალური ბაზარია და შევეცდები იქაურ შოუ-ბიზნესში თავი დავიმკვიდრო. რაღაც კასტინგში უნდა მივიღო მონაწილეობა, სადაც რეკომენდაციას მიწევს ქეთა თოფურია. დამატებითი დეტალების გამხელის უფლება კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე არ მაქვს.

- სად გაიცანით ქეთა თოფურია?

- ქეთა "ვოისში" მონაწილეობისას გავიცანი, მე მისი გუნდის წევრი ვიყავი და დავმეგობრდით კიდეც. შოუზე დაგვპირდა დახმარებას და დღემდე აგრძელებს ამას. გიორგი ნადიბაიძე სწორედ ქეთას და ნატო დუმბაძის დახმარებით წავიდა იურმალაზე. ახლა მე გამიღიმა ბედმა. ქეთას რეკომენდაცია ბევრ რამეს ნიშნავს, მოთხოვნადი და პატივსაცემი მომღერალია და როცა მისი სახელით გადიხარ, ბევრს ნიშნავს.

- აქამდე გქონდათ რუსეთთან შეხება?

- ადრე ვცხოვრობდი მოსკოვში, კარიერის გამო პირველად მივდივარ.

- ალბათ იმიჯის ცვლილებაც მოგიწევს...

- მრავალფეროვანი რეპერტუარით ჩავდივარ რუსეთში, არის საუბარი იმიჯის შეცვლაზე, პატარა ცვლილებები მჭირდება და ვნახოთ რა იქნება. რუსეთის კულტურის სამინისტრომ მომცა სამთვიანი ვიზა და ამ დროის ვადაში საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდება.

- მზად ხარ იმ კრიტიკისთვის, რაც თქვენს რუსეთში გამგზავრებას შეიძლება მოჰყვეს?

- ეს ჩემთვის სასაცილოა. როცა გეძლევა შანსი მწვერვალები დაიპყრო, რატომ უნდა თქვა უარი? ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღები იქნება. უსაქმურების ყურადღებას არ ვაქცევ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?