მოემზადეთ, 30 ოქტომბრის ახალმთვარეობისთვის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ, თუ რას უნდა ველოდეთ ამ მოვლენისგან

მოემზადეთ, 30 ოქტომბრის ახალმთვარეობისთვის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ, თუ რას უნდა ველოდეთ ამ მოვლენისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 30 ოქტომბრის ახალმთვარობის შესახებ სოცილაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"30 ოქტომბრის ახალმთვარეობა, რას მოიტანს ეს მოვლენა. და კიდევ რა ასტროლოგიურ ფაქტორებთან გვექნება შეხება უახლოეს პერიოდში.

საინტერესოა ის ასპექტები, რომლებიც ახალმთვარეობაზე შეიქმნება და მთვარის ფაზის მომდევნო შეცვლამდე იქონიებს ჩვენზე ზეგავლენას.

ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მარსისა და ურანის დაძაბული კავშირი, რომელიც ზუსტ ასპექტს სწორედ ახალმთვარეობის წინა დღეს აღწევს. რაც იმას მოასწავებს, რომ წინ არც თუ ისე იოლი პერიოდი გველის. საქმე იმაშია რომ ურანისა და მარსის კონფლიქტს შეუძლია გამოიწვიოს ავარიები, ტრამვები. სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ფეხით მოსიარულეებსაც.ამ ასპექტის დროს ხშირად ელექტროხელსაწყოების გაუმართაობასაც აქვს ხოლმე ადგილი. იფრთხილეთ დენთან მიმართებაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პატარა ბავშვებს, რომ არ შეეხონ საშიშ ნივთებს.

ვინაიდან მარსი თხისრქაშია, ხოლო ურანი ვერძში ამ ნიშნების წარმომადგენლებმა ჯობია გაორმაგებული ყურადღება გამოიჩინონ. თუმცა სხვებიც თუ ყურადღებით იქნებიან, ცხადია არ იქნება ურიგო.

რაღა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის პლანეტების დაძაბული ასპექტების ენერგიის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაც შეგვიძლია. და მარსისა და ურანის კვადრატიც ძირეული გადაწყვეტილებების მიღებისათვის შეგვიძლია რომ მოვიხმაროთ. თუ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდით რაიმე ისეთი სიტუაციიდან გამოვსლას, რომელში სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენთვის მიუღებელი იყო ან უკვე აღარ გვაწყობდა, სწორედ ეს პერიოდი იქნება ამის გასაკეთებლად ხელსაყრელი. თუმცა უკონფლიქტოდ ალბათ მაინც ვერ ჩაივლის.

საამისოდ ასევე ხელს შეგიწყობთ ვენერასა და სატურნის შეერთებაც, რომელიც ურთიერთობების გაცივებაზე მიანიშნებს. თუმცა მეორეს მხრივ, იგივე ასპექტი ხელს უწყობს კავშირების ფორმირებასაც, სტატუსის მიცემას, დასტაბილიზებას.

გარდა ამ ასპექტებისა, ახალმთვარეობისვე დღეს ზუსტდება მერკურისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტიც. რაც ვფიქრობ შემოსავლების თემას დააყენებს დღის წესრიგში. შესაძლოა ახალი, მეტად საინტერესო ინფორმაციის მიღება ამ კუთხით, რომელიც განსხვავებულად დაგანახებთ თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეთ.

ანუ ფაქტიურად ჩვენს ნებაზე, ჩვენს არჩევანზე ბევრად იქნება ეს დამოკიდებული, რას ავირჩევთ. ამის შესაძლებლობას მოგვცემს ეს კვირა - გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. თავისთავად, ახალმთვარეობაც ყოველთვის არის ახალი ცხოვრებისეული ციკლის დაწყების შესაძლებლობა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კონკრეტულად რა მითითებები უნდა დაიცვათ ახალმთვარეობის დროს.

ახალმთვარეობის დღედ ითვლება მთვარის 1-ლი დღე, როდესაც ძველი მთვარე უკვე ჩაილია, ხოლო ახალი ესესაა უნდა გამოჩნდეს ცაზე. ამ ფაზაში მისი დანახვა შეუძლებელია. ის მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ ხდება ხოლმე ცზე შესამჩნევი. ასტროლოგიურად ეს მოვლენა მთვარისა და მზის შეერთების დროს ხდება.

ახალმთვარეობის დროს ადამიანის ორგანიზმის რესურსები მინიმუმზეა დასული. ენერგეტიკა თანდათან იწყებს დაგროვებას და სავსემთვარეობისას თავის პიკს მიაღწევს. მაგრამ ჯერჯერობით არასასურველია ზედმეტი გადატვირთვა, კლებულობს როგორც შრომისუნარიანობა, ისე რაიმე ინფორმაციის ათვისების უნარი. ადამიანები ხდებიან გაღიზიანებულები, ინდეფერენტულები, ზოგ შემთხვევებში აგრესიულები. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ, მათ უფრო უჭირთ ხოლმე ახალი მთვარის ენერგეტიკის გადატანა ვიდრე ქალებს. ახალმთვარეობის გადატანა ასევე უჭირთ მათ, ვისაც გული აწუხებს.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების წამოწყება, მითუმეტეს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროექტებისა. ნუ მოაწერთ ამ დღეს ხელს კონტრაქტებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არასასურველია მოგზაურობის წამოწყება, უმჯობესია აკეთოთ ყოველდღიური, ჩვეული საქმეები, ან საერთოდაც დაისვენოთ, მითუმეტეს რომ 30 რიცხვი კვირა დღეს ემთხვევა.

მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც - ანუ ნებისმიერი რამ შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რა შეიძლება ამ მხრივ ახალმთვარეობაზე ითქვას?

ახალმთვარეობა კი ხელს უწყობს მავნე ჩვევების მოცილებას. მაგალითად ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურს, 30 ოქტომბერი სწორედ შესაფერისი დღე იქნება საამისოდ.

ახალმთვარეობის ენერგეტიკა არამხოლოდ უსარგებლო ურთიერთობებისაგან გათავისუფლებაში შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ორგანიზმში დაგროვილი ნეგატივისაგან გასაწმენდად. ვინაიდან ეს ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში ხდება, ეს შეიძლება გაკეთდეს სულიერი პრაქტიკებით, კერძოდ-მედიტაციით, ლოცვით, ასევე წყლის პროცედურებითაც.

მითუმეტეს, რომ ეს ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში ხდება. ხოლო როდესაც მთვარე ამ ზოდიაქოს გადის, ჩვენ ყველანი რაღაცით ფენიქსებს ვემსგავსებით, ვიფერფლებით ბოლომდე და განახლებულები ვიბადებით. ამიტომ ეს ახალმთვარეობა მოგვცემს იმის ძალას, განვთავისუფლდეთ ყველაფერი იმისაგან, რაც უკან გვხევს და არ გვაძლევს საშუალებას განვვითარდეთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს