რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში აღარ აირჩიეს

რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში აღარ აირჩიეს

რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში ხელახლა აღარ აირჩიეს. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით, საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები მხოლოდ უნგრეთი და ხორვატია იქნებიან. კენჭისყრის თანახმად, უნგრეთმა - 144, ხორვატიამ -114, რუსეთმა კი 112 ხმა მიიღო.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 14 წევრი 2017-2019 წლების პერიოდისთვის აირჩია. ხორვატიასთან და უნგრეთთან ერთად, საბჭოში აირჩიეს ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, საუდის არაბეთი, ტუნისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ და იაპონია.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, კენჭისყრის ჩატარებამდე 80-ზე მეტმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რუსეთს ხმა არ მისცენ, რადგან მოსკოვი სირიის რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს. Human Rights Watch-ი აცხადებდა, რომ რუსეთის ხელახლა არჩევა საბჭოს მუშაობას შეაფერხებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა