ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?

ნაცემია "ნაციონალების" მხარდამჭერი - პროვოკაცია თუ ფიზიკური ძალადობა გორში?

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გორში სოფელ ქვემო სოდისში პარტიის მხარდამჭერი სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, პარტიის მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ სცემა.

"სოფელ სოდისში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ ზონდერებთან ერთად სცემა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი", - აცხადებენ პარტიაში.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კი გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა.

"ალბერტ მერებაშვილი კიკბოქსიორია და როგორც ჩანს, ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრია, ის ასევე თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დის შვილია. მერებაშვილი მისული იყო 45-ე საარჩევნო უბანთან და მან ძალიან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოგება. საარჩევნო უბანთან შეკრებილი ჩვენი აქტივისტებისთვის დაიწყო ძალიან მძიმე ფორმით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი", - განაცხადა კობახიძემ.

ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია ალბერტ მერებაშვილის მამაც. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."