პატრიარქი შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს

პატრიარქი შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზეა მიწვეული, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, გაემგზავრება თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში.

"მიიღებს თუ არა უწმინდესი საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას, ორშაბათს უფრო დაზუსტებით გვეცოდინება", - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის რუსეთში ვიზიტი 18 ნოემბერს იგეგმება.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი