ახმედ იმამკულიევი - არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება

ახმედ იმამკულიევი - არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება

როგორი არჩევნებიც მარნეულში ჩატარდა, ასეთი უღირსი არჩევნები შევარდნაძის მერე საქართველოში არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო გაყალბება, დაშინება. "ქართული ოცნების" გამარჯვება იყო უღირსი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. როგორც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება", - განაცხადა იმამკულიევმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."