"ძალიან რთული პერიოდი ეწყება ოცნებას" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ძალიან რთული პერიოდი ეწყება ოცნებას" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან რთული პერიოდი ეწყება ოცნებას. ასეთი დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში აბსოლუტური ძალაუფლება ჯერ არცერთ ხელისუფალს არ ჰქონია.

ენმ-ი ამასობაში თანამედროვე ევროპულ პარტიად ყალიბდება - იმედია, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ამერიკაში არჩევნებია.

რუსეთმა ყველაფერი ქნა, რომ კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან მიმართებით აქტიურ საგარეო პოლიტიკას ველოდოთ და არა იდიოტურ ყვითელ ღილაკებს.

ენმ-ი კი ერთადერთ პროდასავლურ პროგრესულ პოლიტიკურ ძალად რჩება და განვითარების ძალიან დიდი რესურსი აქვს, თუ გონიერად იმოქმედებს და კონსპირატორების და შანტაჟისტების მძევლად არ დარჩება.

ესაა ჩემი შეფასება.

P.S. ის აღარ დამიმატებია, ამ არჩევნების შედეგად დასავლეთის პოზიციები რეგიონში რომ კიდევ უფრო დასუსტდა. თვითონაც იციან".

იხილეთ ასევე: "ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს