გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა

გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ სანიკიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება.

"ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო "ეროვნული ფორუმის" რიგები, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რა და როგორ იქნება. დრო მჭირდება კონსულტაციებისთვის", - განაცხადა სანიკიძემ.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიგი უგულავა

საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ - "ევრონიუსი"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის პოზიცია; უმრავლესობის გეგმები