რას აპირებს გუბაზ სანიკიძე "ეროვნული ფორუმის" დატოვების შემდეგ - "ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას"

რას აპირებს გუბაზ სანიკიძე "ეროვნული ფორუმის" დატოვების შემდეგ - "ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას"

ხელს შევუწყობ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას და დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" უკვე ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულ პიროვნებებთან კონსულტაციებს უკვე აწარმოებს, თუმცა ამ დროისთვის მათ ვინაობას ვერ გაამხელს.

"10 წლის მანძილზე ვიყავი „ეროვნული ფორუმის" წევრი და ლიდერი. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა. ამის გადაფასება უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში. ვიღებ გადაწყვეტილებას „ეროვნული ფორუმის" დატოვების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვტოვებ პოლიტიკას. მაქვს სერიოზული პოლიტიკური მოტივაცია. ვთვლი, რ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული დავალებები. ამ საქმიანობაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანების და ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას", - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან, სანიკიძის თქმით, ამ დროისთვის კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, „თუმცა ქართულ პოლიტიკაში არიან გამორჩეული პიროვნებები, მათ შორის განსაკუთრებით ბურჯანაძე და უსუფაშვილი".

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ვისთანაც არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს, არის „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა".

"ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა"... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის" - კალაძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გახარიას ანგარიში; ოპოზიციის პოზიცია; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"