საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა

ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველი ტაიმი ”ბორჯღალოსნების” გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები 10:20 დამარცხდნენ. ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში მეათე ადგილზე გადადიოდა.

”ბორჯღალოსნები” შემდეგ ტესტ-მატჩს სამოას წინააღდმდეგ, 19 ნოემბერს, თბილისში გამართავენ, 26-ში კი, სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი