ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა. დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად. ამის შესახებ "ინტერფაქს-უკრაინა"იუწყება.

"ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."