მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ქობულეთში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ქობულეთში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

აჭარაში პოლიციას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, - ამის შესახებ AMBEBI.GE შსს-დან აცნობეს.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა. ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან "ბაიკალის" სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია შსს-ს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველო აწარმოებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ