თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები - სავარაუდოდ, პოლიციამ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები - სავარაუდოდ, პოლიციამ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა

არსებული ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია გერმანიაში მომხდარი მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქმე 2013 წელს გერმანიაში მომხდარ განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ მკვლელობას ეხება.

გერმანული პრესის ინფორმაციით, სამი წლის წინ ორმა ქართველმა მოხუცებულ ქალბატონს ჭრილობები მიაყენა და სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღო. ამ საქმეზე ერთ-ერთი ქართველი გერმანიაში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვეში დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირი ინტერპოლის მიერაა ძებნილი.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ნახეთ: კადრები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ